Friday, 17 June 2016

მეცხრე დღე

დღეს ტრენინგის ბოლო დღე იყო.წარმოვადგინეთ ჩვენი გეგმების პრეზენტაციები და ვისაუბრეთ მომავალ გეგმებზე.დამთავრდა ჩვენი ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი ტრენინგი,თუმცა როგორც ვიცით გაგრძელება იქნება და ეს ძალიან მახარებს.დიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიდი მადლობა ბატონ დავითს.

Tuesday, 7 June 2016

მერვე დღე

დღეს დავალებებზე ვისაუბრეთ.სულ 21 დავალებაა,საკმაოდ შრომატევადი, მაგრამ საინტერსო და საჭირო.ვეცდები სრულყოფილად შევასრულო.

Saturday, 4 June 2016

მეშვიდე დღე

დღეს შეფასებებზე ვისაუბრეთ,შეფასების რუბრიკებზე.უნდა დავამზადოთ 3 შეფასების ფორმა ჩვენი პროექტისთვის.

Sunday, 29 May 2016

მეექვსე დღე

დღეს ვისწავლეთ ბლოგზე ღილაკების დამატება,მათი რედაქტირება.ვისწავლეთ დრაივში გაზიარების პარამეტრები,დრაივიდან ბლოგზე საქაღალდეების გადატანა  და ვიდეოს დადება.კითხვარის შედგენა ვისწავლეთ და მოკლედ სუპერ ტრენინგია.მადლობა ბატონო დავით.

Saturday, 28 May 2016

მეხუთე დღე

დღეს გაგრძელდა ჩვენი ტრენინგი.ვისწავლეთ დრაივში მუშაობა.საქაღალდეების შექმნა,ფაილის ატვირთვა,საქაღალდის ატვირთვა და კითხვარის შედგენა.სამწუხაროდ ინტერნეტი შეფერხებით მუშაობდა,მიუხედავად ამისა საკმაოდ ნაყოფიერი დღე იყო.

Friday, 20 May 2016

ინტელის კურსი დაიწყო...პირველი დღე,მეორე დღე და მეოთხე დღე

ბატონო დავით,სამწუხაროდ დამაგვიანდა კომენტარების გაკეთება, ამიტომ ახლა ვეცდები შევაჯამო.გთხოვთ ეს ერთი კომენტარი ჩათვალეთ სამად :–)
პირველ რიგში მინდა ვთქვა ,რომ ძალიან მიხარია ინტელის სასწავლო კურსის გავლა.ეს სწორედ ის არის ,რაც მე ძალიან მჭირდებოდა.მოკლედ, ჯერჯერობით 4 სამუშაო დღე გვქონდა და საკმაოდ ნაყოფიერად გავატარეთ. შევქმენი ბლოგი,გავეცანი პროექტის შაბლონს, მიმართულების საკვანძო კითხვებს.ვისწავლე ფაბლიშერში და პაურ პოინტში მუშაობა.დავიწყე პროექტზე მუშაობა.ძალიან საინტერესოა!უკვე პრეზენტაციაც გავაკეთე,ოღონდ რამდენად სწორედ,ჯერ არვიცი.მეოთხე დღეს გავეცანით საავტორო უფლებებს.ჯერჯერობით სულ ესაა...